ვანის ჩხავერი
ჯიშის სახელწოდება: ვანის ჩხავერი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა. თითქმის მრგვალი. დანაკვთვა სუსტი. ზედა ამონაკვეთი საშუალო სიდიდის, ღია ვიწრო ყელითა და მომრგვალო ფუძით. ქვედა ამონაკვეთი ძალიან ვიწროა და ღია. ყუნწის ამონაკვეთი ღია, ჩანგისებური ფორმის, მომრგვალო ფუძით. ქვედა მხარე სუსტად შებუსული.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომისაა ან საშუალოზე დიდი. წონით 200გ. კონუსური, გვხვდება ფრთიანი მტევნებიც. აგებულებით კუმსია.
მარცვალი: საშუალო სიდიდის. მომრგვალო. მუქი ვარდისფერი, შავი ლაქებით. კანი თხელი. რბილობი წვნიანი. წვენი სუსტად შეფერილი, გემო - ტკბილი, თავისებური არომატით.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0-21,0 %, მჟავიანობა 7,3 გ/ლ.
მოსავლიანობა: 9,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე-საღვინე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარებისაა, ყურძენი ინახება.
ღვინის დახასიათება: მიიღება ხარისხოვანი სუფრის ღვინო და ცქრიალა ღვინომასალა.
დამატებითი ინფორმაცია: ვანის ჩხავერი მაღალმოსავლიანია. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობით ხასიათდება, ჭრაქისადმი უფრო მგრძნობიარეა. გავრცელებული იყო ვანის რაიონში.
დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში.
წყაროები:
Мшвилдадзе М.Н., Ванис Чхавери. Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда, Том 1, Пишепромиздат, Москва, 1963, Ст. 271-272.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი