სამარიობო
ჯიშის სახელწოდება: სამარიობო
სინონომი: უცნობია
წარმოშობა: მესხეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: შიშველია. გაუშლელი ორი ფოთოლი ოდნავ შებუსულია. ზრდის კონუსი მოყვითალო ფერისაა.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია,საშუალო ზომის (13 X 20სმ). მომრგვალო ან განივ-ოვალური, გვხვდება გულისმაგვარიც. ფოთლის ფირფიტა თხელია, შეფერილი ღია მწვანედ. ყუნწის ამონაკვეთი თაღისებრია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: დიდი ზომისაა (სიგრძე 18-20 სმ, სიგანე 10-12 სმ). საშუალო წონა 180 გრამი.ფორმით კონუსური. ახასიათებს დატოტვა.მეჩხერია.
მარცვალი: საშუალო ზომის (2 X 1,7 სმ). ოვალური ფორმის. შეფერილითეთრად, ახლად დაწურული წვენი მეტად თეთრია, დაძველებული კი - ღია ჩალისფერი. მარცვალი მეტად წვნიანია. კანი ძალზე თხელი. ნაფიფქი სუსტად გამოსახული.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,5 %, მჟავიანობა 8,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 13,0-15,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე-სასუფრე.
ღვინის დახასიათება: მისგან შეიძლება დამზადდეს მაღალხარისხოვანი სუფრის და ცქრიალა ღვინო.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების.
დამატებითი ინფორმაცია: ადრეული სიმწიფის პერიოდის ჯიში. უხვმოსავლიანი. სოკოვან დაავადებათა მიმართ დიდ გამძლეობას იჩენს. ასევე დიდ გამძლეობას იჩენს გვალვისა და ყინვების მიმართ, ახასიათებს ვეგეტაციის გვიანი დასაწყისი და ადრეული სიმწიფე, რის გამოც გაზაფხულისა და შემოდგომის ყინვები ვერ აზიანებს. მესხეთის პირობებში სამარიობო ყველაზე ადრეული ყურძნის ჯიშია.
დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში.
წყაროები:
წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958, გვ. 26-27.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი