საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჯვარი


ჯიშის სახელწოდება: ჯვარიjvari სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ახლად გაშლილი ფოთოლაკი სუსტად შებუსული აბლაბუდით  ორივე მხარეს. მოწითალო, ბრინჯაოსფერი ელფერით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალოზე დიდია (სიგრძე 18–22 ს, სიგანე 16–19 სმ). გულისებრი ფორმის. ფირფიტა სწორმდგომი. საშუალოდ დანაკვთული, ხშირად გვხვდება საკმაოდ დანაკვთულიც. ზედა ამონაკვეთები მეტწილად ღრმა, დახურული კვერცხისებრი ან ელიფსური ფორმისაა წამახვილებული ფუძით. ქვედა ამონაკვთები ზეზეური ან შეჭრილკუთხისებრი მახვილი ფუძით. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული. ყუნწის ამონაკვეთი საშუალო სიღრმისაა და ღია. ორივე მხარეს აღენიშნება დეზი. ქვედა მხარე შებუსული სუსტად. მთავარი ძარღვები ბოლოვდება ვიწრო სამკუთხედისებრი მახვილწვერიანი კბილით,  გვერდითი კბილებიც თითქმის ისეთივეა, მაგრამ შედარებით მცირე ზომის. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: პატარა ზომისაა. კონუსური. ხშირად დატოტვილი. აგებულებით მეჩხერია და წვრილმარცვლიანია. საშუალო წონა  - 85–95 გ. მარცვალი: საშუალო ზომის, 15–18 მმ. მომრგვალო. შეფერილი ჩალისფრად. რბილობი წვნიანია, კანი საშუალო სისქის, ნაზი, ძლიერ მწკლარტე გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0–20,0 %, მჟავიანობა 7,0–9,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 4,5 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 0,94. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ევროპული წესით დაყენებული ღვინო ქარვისფერია, საკმაოდ სხეულიანი, ხალისიანი და სასიამოვნო.
დამატებითი ინფორმაცია: ჭრაქისა და ნაცრის მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თავკვერი, გორული მწვანე და სხვა ჯიშები. ზოგჯერ შეიძლება მოსავალი სულ განადგურდეს. ჯვარი იშვიათად გავრცელებული ჯიშია. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 133–137. Лоладзе  В. Р.,  Джвари, Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда,Том 1. Пищепромиздат, Москва,1963,Ст. 450. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი