ქართულა
ჯიშის სახელწოდება: ქართულა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: სუსტად შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა. გულისებრი. ბოლოები ზემოთ წამოწეული ძაბრისებრ ფორმას ქმნის. ყუნწის ამონაკვეთი ღრმაა, დახურული, ფორმით ვიწროელიფსური ან ჩანგისებრი. გვხვდება ღია ასიმეტრიული ამონაკვეთებიც მახვილი ფუძით. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: კონუსური, მხრებიანი, მეჩხერი, სიგრძე 12–16 სმ. სიგანე 8–12 სმ. მტევნის საშუალო წონა - 140–150 გ.
მარცვალი: მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია 17–19 მმ. მომწვანო–მოყვითალო ფერის. კანი არამკვრივი. რბილობი ხორციან–წვნიანი, კნატუნა.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0–20,0 %, მჟავიანობა 7,0–9,0 გ/ლ.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე-საღვინე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი.
ღვინის დახასიათება: მისგან ამზადებენ ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინოს.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა და მავნებელთა მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს. შედარებით მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 201–202.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი