საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ანდრეული ვარდისფერი


ჯიშის სახელწოდება: ანდრეული ვარდისფერი andreula-vardisperi სინონიმი: ანდრიანი, ანდრიული წითელი წარმოშობა:  ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი ინტენსიურადაა შებუსული  და გარშემო ვარდისფერი არშია აკრავს. ზრდასრული ფოთოლი:  მომრგვალოა ან განიერ-ოვალური, სიგრძე 17–18სმ, სიგანე 18–19სმ. ფირფიტის ბოლოები ქვემოთაა მომრგვალებული და გადმობრუნებულ მდგომარეობაში ფინჯანს მოგვაგონებს. შეფერილია მწვანედ, საკმაოდ სქელია და უხეში, მსხვილბურთულაკებიანი ზედაპირით. ძლიერ დანაკვთულია.  ზედა ამონაკვეთები ღრმაა, დახურული, გულისმაგვარია მომრგვალო ფუძით. ქვედა ამონაკვეთები ღრმაა და ღია, ფორმით ჩანგისებრი მომრგვალო ფუძით. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ფორმით ელიფსურია, მახვილი ფუძით. მთავარი ნაკვთების დაბოლოება მომრგვალოადა ბოლოვდება პატარა ზომის მახვილწვეროიანი კბილებით. გვერდითი დაკბილვა ხერხკბილისებრია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი:  საშუალო ზომის, სიგრძე 12–14  სმ, სიგანე 8–10სმ. მეტწილად უფორმო, გვხვდება კონუსური და მხრებიანი მტევნებიც. აგებულებით მეტად კუმსია. მარცვალი: ხშირად მომრგვალო, სიკუმსის გამო დეფორმირებულია, წვერო ოდნავ შებრტყელებულიაქვს,სიმსხო 15–17მმ, სიგრძე 15,5–18მმ. შეფერილია ვარდისფრად  ლალისფერი ელფერით. კანი თხელია, რბილობი კანს ადვილად სცილდება. წვენი შეუფერავია, ახასიათებს სასიამოვნო შაქარ-მჟავიანობა. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 15,0–16,5 %, მჟავიანობა 6,0–7,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 10,0–12,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ღვინო ვარდისფერი შეფერვის, დუნე, ნაკლებსხეულიანი და დაბალალკოჰოლიანი.
დამატებითი ინფორმაცია:  სოკოვან დაავადებათა მიმართ  ჯიში ჩინურზე და რქაწითელზე გამძლეა, ჭრაქითა და ნაცრით მისი მწვანე ნაწილები უფრო ზიანდება, ვიდრე მტევნები. მცირედ გავრცელებული ჯიშია, გვხვდება გორის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების  ვენახებში. მისი გამოყენება უფრო სასურველია საბრენდე სპირტის გამოსახდელად. ქართლში მას სხვა ჯიშებთან შერევით წურავდნენ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი, 1963,  გვ. 196–200. Кандуралов П.,. Сборник сведении по виногр. и винодел. на Кавказе, вип. VIII, Тифлис, 1897, стр. 40. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი