საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კამური შავი


ჯიშის სახელწოდება: კამური შავიkamuri-shavi სინონიმი: უცნობია წარმოშობა: დასავლეთ საქართველო
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახლად გაშლილი ფოთლები ქეჩისებურად შებუსული თეთრი ფერის ბუსუსით, კიდეებთან ღია ვარდისფერი. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად განივ-ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ელიფ­სუ­რი ფორმის ამონაკვეთით, იშვიათად ღიაა, ჩანგისებურია, მომრგვალო ან წამახვილებული ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებური, ან ხერხ­კბილი­სებურია ცალ მხარეს, ან ორივე მხარეს ამოზნექილი გვერდებით. ფირფიტის ქვედა მხარე ქეჩისებურად არის შებუსული. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის და დატოტვილი, თხელი, საშუალო წონა -  75,0-115,0 გ. მარცვალი: დიდი ზომის, ოვალური ფორმის, მუქი kamuri-shavi-2წითელი ფერის, უხვად დაფენილია ცვილით, უხეშკანიანი. რბილობი მკვრივია, ერთ- ან ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 21,0-24,0 %, მჟავიანობა 5,0-6,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 5,6-7,5 ტონა/ჰექტარზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: მშრალ ფერდობებზე, თიხნარ ან მძიმე თიხნარ ნიადაგებზე მოყვანილი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი შაქრიანობით და ამ შემთხვევაში ღვინო მაღალალკოჰოლიანია  (13,5-14,0%). საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 229. Деметрадзе В.С., Кварацхелия Ф.К., Камури шави,В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность,Москва,1965,Том 2,Ст. 33-34. ავტორი: ირმა მდინარაძე