საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ყვირა


ჯიშის სახელწოდება: ყვირაyvira სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი:  შეუბუსავი ან სუსტადა შებუსული, ნარინჯისფერი ელფერით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან დიდია, მომრგვალო, სამ-, ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებრი, მომრგვალო ფუძით, ზოგჯერ დახურული. კბილები პატარაა, ვიწრო სამკუთხედისებური. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 170-200 გ. მარცვალი: მუქი წითელი ფერის, საშუალო ზომის, მომრგვალო, ცვილით დაფარული. კანი უხეშია. რბილობი - წვნიანი, ჩვეულებრივი გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა17,0-24,0 %, მჟავიანობა 7,0-10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება:  ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ყვირას ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ.61-64; ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 241; Миротадзе А.В., 1965. Квира, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том II, ст.115-116 ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე