საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თავკვერი დიდმარცვალა


ჯიშის სახელწოდება:თავკვერი დიდმარცვალაtavkveri-didmarcvala სინონიმი: უცნობია წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი სამი ფოთოლაკით შებუსულია აბლაბუდისებურად, ფერი თეთრი. მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან შუბუსავია, ფერი მომწვანო-ყვითელი, ქვედა მხრიდან შებუსულია, ფერი მოვერცხლისფრო-თეთრი. ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა (19X20სმ), ფორმა უმეტესად განიერ-ოვალური, ფოთოლი უფრო ხშირად ხუთნაკვთიანი, ზედაპირი გლუვი, იშვიათად ბადისებრ დანაოჭებული, ფოთლის ფირფიტა ხშირად ძაბრისებრ მოხრილია. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მსხვილფუძიანი, ჩანგისმაგვარი, დახურული ვიწრო ელიფსური ფორმის. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო და საშუალოზე დიდი, სიგრძე 16-25სმ, სიგანე 8-12სმ. ფორმა ხშირად განიერ კონუსური, დატოტვილი. მტევანი კუმსი. მტევნის საშუალო წონა - 250-300გ. მარცვლების რაოდენობა 120-180. მარცვალი: მუქი ლურჯი, თითქმის შავი. საშუალო და საშუალოზე დიდი, სიგრძე 1,65-1,85სმ,  სიგანე 1,5-1,7სმ. ფორმა მომრგვალო. არათანაბრად მწიფდება. კანი უხეში და მკვრივია, რბილობი საშუალო სიმკვრივისაა და მდნადი, წიპწების რაოდენობა 1-4. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17-18%, მჟავიანობა 6,5-7,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,6-7,9 ტ/ჰა (ვაშლიჯვრის პირობებში). მსხმოიარობის  კოეფიციენტი:საშუალოდ 0,8. სამეურნეო მიმართულება:  საღვინე. ღვინის დახასიათება: იძლეოდა წითელ, ე.წ. ორდინალურ სუფრის ღვინოს. ღვინო  მცირესხეულიანია, მსუბუქი.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დაავადებების მიმართ მისი გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ, მათ შორის ნაცრის მიმართ გამძლეობა საშუალოზე სუსტია, ჭრაქის მიმართ კი -საშუალო. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზი ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948. გვ. 371-378. Табидзе Д. И., Тавквери дидмарцвала, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 3, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат” Москва,1966, Стр.185-188. ავტორი:  შენგელი კიკილაშვილი