საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხორუმი


საზოგადო სახელი: ვაშლიხორუმი სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Khorumi' -ხორუმი წარმოშობა:ადგილობრივი   სელექციური  ჯიშია, მიღებულია  XX  საუკუნის  90-იან წლებში . სელექციონერები  -  შ. ახვლედიანი, ზ. ბობოქაშვილი,  კ. ძერია.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის. ხის ფორმა:ზემოთ მიმართული,  სპურული ტიპის. ყვავილობის პერიოდი:ყვავილობას იწყებს აპრილის  მე-2 დეკადაში (გორის პირობებში). ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მომწვანო-მოყვითალო,  მზის მხარეს ვარდისფერი ლოყით. ნაყოფის ფორმა: მომრგვალო-ოვალური. ნაყოფის ზომა:  მსხვილი, 190 -  210 გრამი. რბილობი: ღია ყვითელი  ფერისაა, მკვრივი, წვნიანი, ხრაშუნა. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:ნაყოფი იკრიფება  ოქტომბრის პირველ ნახევარში (გორის პირობებში).  ჩვეულებრივ, სარდაფში  ინახებააპრილამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეა. საგემოვნო თვისებები:  სასიამოვნოორიგინალური გემო და არომატი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება საკოლექციო ნარგაობებში. დამატებითი  ინფორმაცია: მიეკუთვნება გოლდენდელიშესის ჯგუფს, გამოირჩევა ეფექტური სასაქონლო სახით, ნაკლებად ზიანდება ვაშლის ქეცით. წყაროები:   ზ. ბობოქაშვილი, ვაშლის პერსპექტიული ჰიბრიდული ფორმების ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებების შესწავლა შიდა ქართლის პირობებში.   ს/მ  მკ ავტორეფერატი, თბილისი, 2004.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი