გავაზური
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'Gavazuri' - გავაზური
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გვხვდება ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:მრგვალი, გადაშლილი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო, ვარდისებრი ტიპის ყვავილებით.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი - ყვითელი, მზის მხარეს წითელი შეფერვით
ნაყოფის ფორმა: ოვალური ფორმის, ზოგჯერ ბოლოში ნიკარტით, ღარი ნაკლებად ეტყობა.
ნაყოფის ზომა:საშუალო, საშუალო მასა120-140 გრამი. შებუსვა - ხშირი, დაბალი.
რბილობი: ყვითელი, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი, კურკა რბილობს არ სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება სექტემბრის მე-2-3 დეკადაში (კახეთი).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: სუსტი.
საგემოვნო თვისებები: მაღალი, ძლიერ ტკბილი, სიმწკლარტით.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: ზიანდება სიხუჭუჭით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 201 .