საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული წითელი


საზოგადოსახელი: მოცხარი სახეობის სახელწოდება: Ribes  rubrum  L. ჯიშის სახელწოდება:Ribes  rubrum 'Kartuli  Red ' -ქართული წითელი წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია,  გამოვლენილია აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის რეგიონში, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.
მოკლე აღწერა: ბუჩქის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის. ბუჩქის  ფორმა:საშუალო, კომპაქტური  ზომის. ყვავილობის პერიოდი:მაისის  მეორე ნახევრიდან ივნისის ბოლომდე. ყვავილი:მოყვითალო-მოვარდისფრო, საშუალო სიდიდის. ფოთოლი:საშუალო ზომის,  ნაკლებად დაკბილული,ღია-მუქი მწვანე. ნაყოფის ფერი:წითელი ნაყოფის ფორმა: მრგვალი. ნაყოფის ზომა:საშუალო ზომის, ერთი კენკრისმასა -0.4-0,7 გრამი. რბილობი:მუქი წითელი,მკვრივი, კარგი არომატით, მომჟავო მოტკბო გემოთი. დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალოდ გამძლეა დაავადებებისადმი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:ივნისის დასასრული. საგემოვნო თვისებები:  მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: იშვიათად გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებზე დამატებითი  ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი,ტრანსპორტაბელური და საუკეთესო ნდლეულია გადასამუშავებლად. წყაროები:ა.ბუჩუკური, კენკროვანები, თავი XV, 1959 წელი, თბილისი.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი