სკრის შავი
საზოგადო სახელი: ბალი
სახეობის სახელწოდება:Prunus avium (L.) L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus avium 'SkrisShavi' - სკრის შავი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია. მიღებულიასკრის მეხილეობის საცდელ სადგურში (ნ. ცერცვაძე), დენისენის ყვითელის თესლიდან, გასული საუკუნის 50-იან წლებში.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი.
ხის ფორმა:განიერ-პირამიდალური ფორმის ვარჯი, ხშირი დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:კანი თხელი, საკმაოდ მაგარი. მუქი წითელი ფერის, თითქმის მოშავო, მბრწყინავი. ახასიათბს კანქვეშა წერტილები, მუქი წითელი ფერის, გაფანტული.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო. მუცლის ნაკერი არ აქვს მკვეთრად გამოხატული. კურკა მომრგვალო, საშუალო სიდიდის. ყუნწი გრძელი, საშუალო სიმსხოსი.
ნაყოფის ზომა:საშუალო. მასა-4-4,5გრამი.
რბილობი:ნაზი, მუქი წითელი ფერის. ძლიერ წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:საადრეო. მწიფდება ივნისის პირველი ნახევრიდან.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მაღალი.
საგემოვნო თვისებები: კარგი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება მხოლოდ ერთეული ხეები შიდა ქართლში.
დამატებითი ინფორმაცია: მოსავლიანი, სასუფრე ჯიშია.ვარგისია ტექნოლოგიური მიზნითაც. მზადდება კარგი ხარისხის მურაბა. სუსტი ტრანსპორტაბელურია.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 416.