საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ტყუპ-ქლიავი


საზოგადოსახელი:ქლიავი სახეობის სახელწოდება:Prunus domestica L.  ჯიშის სახელწოდება:Prunus domestica 'Tkup-Khliavi' - ტყუპ-ქლიავი წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია,  წარმოშობის ადგილად  ითვლება ახალციხე(მესხეთი). ასეთივე ფორმა მოიპოვება ქუთაისში. სინონიმია ჩათალ-არუმი.  ჯიშისათვის დამახასიათებელია ტყუპი ნაყოფები, რის გამოც მიიღო აღნიშნული სახელწოდება.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: საშუალოზრდის. ხის ფორმა: ვიწრო-პირამიდალური ძლიერი ვარჯი. ყვავილობის პერიოდი:საშუალო ნაყოფის ფერი: მწვანე. სრულ სიმწიფეში - მოყვითალო, დაფარულია სქელი ფიფქით. ნაყოფის ფორმა: კვერცხისებური. ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის. რბილობი:  მოყვითალო, მკვრივი, საშუალო წვნიანი, ტკბილი, სასიამოვნო არომატით. კურკა პატარა, თავისუფალი. სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:აგვისტოს ბოლოს. დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი. საგემოვნო თვისებები: საშუალო.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია ახალციხესა და ქუთაისში. დამატებითი  ინფორმაცია: ახასიათებს უხვი და ყოველწლიური მსხმოიარობა.გამოირჩევა ტრანსპორტაბელურობითა და კარგი შენახვისუნარიანობით. გამოიყენება, სასუფრე მოხმარებისთვის, სამურაბედ და საკომპოტედ. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.146.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი