წედისური
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'Tsedisuri' - წედისური
წარმოშობა:ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია ბესტავაშვილის მიერ, 1935 წელს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:მომრგვალო,გადაშლილი ფორმის ვარჯით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი - მოყვითალო. ნახევარი გვერდი - წითელი.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი ფორმის, პროპორციულად განვითარე ბული. ღარი ნაკლებად ემჩნევა.
ნაყოფის ზომა:საშუალო-მსხვილი. მასა150-170 გრამი.
რბილობი:თეთრი, კურკასთან წითლად შეფერილი, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი, კურკა რბილობს არ სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება სექტემბრის დასაწყისში (შიდა ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო.
საგემოვნო თვისებები: არომატული, დასამახსოვრებელი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება როგორც საკომპოტედ, ასევე ნედლად.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 279.