ვაჟური
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'Vazhuri' - ვაჟური
წარმოშობა:ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია ბესტავაშვილი მიერ, 1951წელს, ჯიშების - ჩინური ბრტყელი დაბესტავაშვილი - შეჯვარებით.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:გადაშლილი ფორმის ვარჯით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი -თეთრი. დაფარულია ორიგინალური წითელი ზოლებით, შებუსვა - მოკლე და ხშირი.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი ფორმის, კარგად ემჩნევა ღარი.
ნაყოფის ზომა:მსხვილი. მასა180-200 გრამი.
რბილობი:თეთრი, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი, კურკა რბილობს არ სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება სექტემბრის 1 დეკადიდან(შიდა ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა:დაბალი.
საგემოვნო თვისებები: საშუალო.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალტრანსპორტაბელური ჯიშია, ხასიათდება ეფექტური სასაქონლო სახით, მიმღებიანია ფოთლის სიხუჭუჭის მიმართ.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 199.