ხიდისთავის საკონსერვო
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica ''KhidistavisSakonservo' - ხიდისთავის საკონსერვო
წარმოშობა:ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია ბესტავაშვილის და კვალიაშვილის მიერქართული ყვითელი საპობი X ხიდისთაური ყვითელი საგვიანოს შეჯვარებით.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა: მრგვალი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო- საგვიანო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი - ყვითელი. მზის მხარეს შეფერვით. შებუსვა - მოკლე, ხავერდისებური.
ნაყოფის ფორმა: ოვალური. გამოკვეთილი ღარით.
ნაყოფის ზომა:საშუალო-მსხვილი. მასა160-180 გრამი.
რბილობი:ყვითელი, წვნიანი, კურკასთან ოდნავ წითლად შეფერილი, კურკა რბილობს არ სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება სექტემბრის მე-3 დეკადიდან(შიდა ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო.
საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება საკოლექციო ნარგაობებში.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერსპექტიული ჯიშია.
წყაროები: ვ. კვალიაშვილი (2004 ), ატმის სელექცია საქართველოში, ს/მ მეცნიერებათა დოქტორის დისერტაციის ავტორეფერატი.