საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ზამთრის მსხალი


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L. ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Zamtris Mskhali' - ზამთრის მსხალი წარმოშობა:  იმერეთის ადგილობრივი ჯიშია
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი  ზრდის. ხის ფორმა:პირამიდული. ყვავილობის პერიოდი: საშუალო. ნაყოფის ფერი:მწვანე. მსხვილი,მორუხო ფერის,კანქვეშა  წერტილებით. ნაყოფის ფორმა:ოვალურ-მსხლისებრი. ნაყოფის ზომა: მსხვილი ან საშუალო. რბილობი:თეთრი,  მკვრივი, მსხვილმარცვლოვანი კონსისტენციის, არამდნარი და  წვნიანი. სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. ნაყოფები ინახება გვიან ზამთრამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:ნაყოფი და ფოთოლი იშვიათად, მაგრამ მაინც ზიანდება ქეცით. საგემოვნო თვისებები: კარგი, ტკბილი, სუსტი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა:ფართოდაა გავრცელებული  ერთეული ძირების სახით ზემო იმერეთში. დამატებითი  ინფორმაცია: ახასიათებსკარგიტრანსპორტირების, შენახვის უნარი და საკრეფ სიმწიფეში შედარებით უხვი ნაქარი. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.384.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი