ქართული წითელი
საზოგადო სახელი: ხურტკმელი
სახეობის სახელწოდება: Ribes uva-crispa L. (=Grossularia reclinata (L.) Mill. )
ჯიშის სახელწოდება: Ribes uva-crispa 'Kartuli Tsiteli '-ქართული წითელი' -
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გამოვლენილია აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის რეგიონი, მცხეთის მუნიციპალიტეტი.
მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ბუჩქის ფორმა: გადაშლილი,ტოტების ხშირი ნაზარდით.
ყვავილობის პერიოდი: მაისის ბოლო.
ყვავილი: მოთეთრო-მოვარდიფრო, საშუალო ზომის,მტევნებად შეკრული.
ფოთოლი: ღია მწვანე,კრიალა,კიდეებდაკბილული.
ნაყოფის ფერი: ღია წითელი.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი.
ნაყოფის ზომა: მსხვილი, ერთი კენკრისმასა - 4,0- 5,0 გრამი.
რბილობი: ღია ვარდისფერი,მკვრივი კანით,ხასიათდება საუცხოო არომატით.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: დაავადებების მიმართ ამტანია.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: ივლისი.
საგემოვნო თვისებები: მაღალი ხარისხის, მომჟავო–მოტკბო
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსრეგიონებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი, ტრანსპორტაბელური, საუკეთესოა ნედლად და გადასამუშავებლად, ადვილად მოსაკრეფია.
წყაროები: ალ.ბუჩუკური, კენკროვანები,თავი 15,1959 წელი, თბილისი.