საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ყარანფილა წითელი „მიხაკის წითელი ვაშლი“


საზოგადო სახელი: ვაშლი სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Kharanphila  Red' -ყარანფილაწითელი სინონიმი -„მიხაკის წითელი  ვაშლი“ წარმოშობა:   ადგილობრივი  მესხური წარმოშობის ჯიშია. აღწერა ვ. ბიბილაშვილმა  1931  წელს.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის. ხის ფორმა:მორგვალო, დაშვებული ტოტებით. ყვავილობის პერიოდი:საშუალო. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მოყვითალო-მომწვანო,  ზედაპირი თითქმის მთლიანად  დაფარულია ალისფერი მფარავი შეფერვით. ნაყოფის ფორმა:  მორგვალო. ნაყოფის ზომა:წვრილი ან საშუალო,  120-140 გრამი. რბილობი:თეთრი, ფხვიერი, წვნიანი სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის ბოლოს, ინახება აპრილამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:დამაკმაყოფილებელი. საგემოვნო თვისებები: კარგი, დასამახსოვრებელი.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხვდება ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. დამატებითი  ინფორმაცია:  კარგი  სასაქონლო სახის, მაღალმოსავლიანი ჯიშია. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.  268.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი