შაქარა
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Shakara' -შაქარა, სინონიმი -„დევრიშ-ბეგი“
წარმოშობა: ადგილობრივი მესხური წარმოშობის ჯიშია.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:განიერპირამიდული ფორმის.
ყვავილობის პერიოდი:ადრეული.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მწვანე-ყვითელია, მფარავი შეფერვა - ალისფერი წითელი, ფარავს ზედაპირის უმეტეს ნაწილს.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, ყუნწი მოხრილი, საშუალო.
ნაყოფის ზომა:წვრილი ან საშუალო, 110-130 გრამი.
რბილობი:მოთეთრო-მომწვანო, ბამბისებური კონსისტენციის, ნაკლებწვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება აგვისტოს დასაწყისში, მაშინვე მოიხმარება.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:დამაკმაყოფილებელი.
საგემოვნო თვისებები: საშუალო.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხვდება ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 275.