პანტა მსხლები
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'PantaMskhali' - პანტა მსხლები
წარმოშობა: ადგილობრივი წარმოშობის ჯიშებია, პანტა მსხლების სახელწოდებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცნობილია მრავალი ფორმა, რომელთაგან პანტა მსხლების ფორმათა ტიპი გამოყო და პირველად აღწერა პროფ. ნ. ხომიზურაშვილმა.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ან საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:გვხვდება ვარჯის სხვადასხვაფორმა; პირამიდული, მომრგვალო, განიერ-ცილინდრული.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი:შეფერვა გარდამავალია, მწვანე ფერიდან, ღია მუქ ყვითელ ფერამდე,ზოგჯერ მორუხო-მოყვითალო.
ნაყოფის ფორმა: მსხლისებრი ან მომრგვალო, ყუნწთან ოდნავ წაგრძელებული და შენაოჭებული. ყუნწის სიგრძე და ფორმა მერყევია.
ნაყოფის ზომა:წვრილია.
რბილობი:განსხვავებულია,გვხვდება მთლიანად მდნარი, სრულ სიმწიფისას წვნიანი, მეტ შემთხვევაში ცომდება.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მოსაკრეფი სიმწიფე უდგებათ აგვისტოდან სექტემბრამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: შედარებით ტოლერანტულია მავნებელ- დაავადებებისადმი.
საგემოვნო თვისებები: მოტკბო-თაფლისებური, ახასიათებს პანტის გემო და არომატი.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხდება საქართველოს ყველა კუთხეში.
დამატებითი ინფორმაცია: გვხვდება ზამთრის გვიანი სიმწიფის, შემოდგომისა და ზამთრის პანტა მსხლები, როგორიცაა ბყო, გვერდწითელა და სხვ.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.423.
საქართველოს ხილი(1938), ტომი 1, გვ 62. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“.
ნ.ბრეგაძე (1966), საეგრელოს ხეხილმცენარეები, გამომცემლობა "მეცნიერება", გვ.45.