ზერტულა
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Zertula' -ზერტულა
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, სავარაუდოდ სოფელ ზერტიდან.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა: დაშვებული ფორმის, ხშირი დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მოყვითალო-მწვანეა , მფარავი ფერი - წითელი,რომლითაც დაფარულია მთელი ნაყოფი.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო.
ნაყოფის ზომა: საშუალო, 120-140 გრამი.
რბილობი:თეთრი, ფხვიერი, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში. ჩვეულებრივ, სარდაფში ინახებააპრილამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა დამაკმაყოფილებელია.
საგემოვნო თვისებები: საშუალო, მომჟავო გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხდება მხოლოდ ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: დაბალი გემოთი და კარგი შენახვისუნარიანობით ხასიათდება.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 110.