სევეს ვაშლი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Seves Vashli' -სევეს ვაშლი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, სავარაუდოდ -ქარელის მუნიციპალიტეტიდან

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის
ხის ფორმა:გაშლილი ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი:ყვავილობას იწყებს აპრილის დასასრულს (მცხეთის პირობებში).
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მოყვითალო-მწვანეა , მფარავი ფერი ალისფერი, რომლითაც დაფარულია მთელი ნაყოფის 90 %.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო.
ნაყოფის ზომა:მსხვილი, 180-200 გრამი.
რბილობი:ღია ყვითელი ფერისაა, საშუალო სიმკვრივის, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში, ჩვეულებრივ სარდაფში ინახებააპრილამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა დამაკმაყოფილებელია.
საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო, მომჟავო-მოტკბო.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.
დამატებითი ინფორმაცია: გამოირჩევა ეფექტური სასაქონლო სახით.
წყაროები: ზ. ბობოქაშვილი, ვ. კვალიაშვილი, დ. კაკაშვილი. მ. ბაიძე, ხეხილის ადგილობრივი ჯიშების ექსპედიციის შედეგები, შიდა ანგარიში. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი, 2003.