საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მეჩიბუხეს ალუჩა


საზოგადოსახელი:  ალუჩა სახეობის სახელწოდება:Prunus vachuschtii Bregadze ჯიშის სახელწოდება:Prunus vachuschtii  'MechibukhisAlucha' - მეჩიბუხეს ალუჩა წარმოშობა:ადგილობრივი ალუჩის ფორმაა. მიღებულია თბილისში (ორთაჭალა) გ. გაგუას მიერ. თესლნერგის შერჩევით.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის (10–12მ). ხის ფორმა:ცოცხისებური ფორმის ვარჯი. ყვავილობის პერიოდი:საშუალო. ნაყოფის ფერი:კანი ნაზი, თხელი,ყვითელი–მომწვანო ფერის, თხელი ნაფიფქით. ნაყოფის ფორმა: კვერცხისებური. ნაყოფის ზომა:მსხვილი. ნაყოფის საშუალო მასა26გრამი. რბილობი:საკმაოდ წვნიანი, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კურკა არ სცილდება რბილობს. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:მწიფდება ივნისის ბოლოს.საადრეო სიმწიფის სასუფრე ხილია. დაავადებების მიმართ გამძლეობა:შედარებით მაღალი. საგემოვნო თვისებები: კარგი გემური თვისებების.
დღევანდელი მდგომარეობა:  გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში. ასევე გვხვდება  საქართველოს ყველა კუთხეში. დამატებითი  ინფორმაცია:  ალუჩის ამ ფორმას სახელი ეწოდა ავტორის – გიორგი გაგუას მიერ ჩიბუხის მწევლობის გამო. ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით თბილისის საგარეუბნო ზონაში, ასევე გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. იკრიფება არასრულ სიმწიფეში. ამ პერიოდში ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელურობით. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.49; ვ. კვალიაშვილი   და სხვები (2001),  საქართველოს ხილი,  გამომცემლობა "GTS", თბილისი,  გვ.44; საქართველოს ხილი. ტ.1. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1938. გვ.104.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი