ძუძუ ბალი
საზოგადო სახელი: ბალი
სახეობის სახელწოდება:Prunus avium (L.) L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus avium 'Dzudzu Bali' - ძუძუ ბალი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია. ეკუთვნის ქართული ბლების ჯგუფს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი.
ხის ფორმა:განიერ-პირამიდული ფორმის ვარჯი, თხელი დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო. აპრილის III დეკადა.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი ღია ყვითელია, ნაყოფის 2/3 ალისფერი წითელი შეფერვისაა. კანი თხელი, საკმაოდ მაგარი. ყუნწი - მოგრძო და წვრილი.
ნაყოფის ფორმა: მოგრძო, გულისებური ფორმის.მომრგვალო.
ნაყოფის ზომა:წვრილი.
რბილობი:ღია მოყვითალოა, რბილი, ნახევრად გამჭვირვალე, მოთეთრო წვრილი ძარღვებით, ნაზიკონსისტენცის, შეუფერავი წვენით.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება ივნისის შუა რიცხვებში.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:კარგი.
საგემოვნო თვისებები: ტკბილი, კარგი გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი, სასუფრე ჯიშია. ტრანსპორტირებას ცუდად იტანს. ხასიათდება გარემო პირობებისადმი შეგუების კარგი უნარით.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.428.