ჭანჭური
საზოგადოსახელი:ქლიავი
სახეობის სახელწოდება:Prunus domestica L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus domestica 'Chanchuri' - ჭანჭური
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია. ამ ჯგუფში გაერთიანებულია სხვადასხვა კლონები.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:პირამიდალური ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი:საგვიანო.
ნაყოფის ფერი: მოწითალოან მოყვითალო.
ნაყოფის ფორმა: ბოთლისებური, გამოკვეთილი ყელით.
ნაყოფის ზომა: წვრილი ან საშუალო სიდიდის.
რბილობი: მოყვითალო ფერის მკვრივი, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება აგვისტო - სექტემბერში.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო, ზიანდება კლასტეროსპოროზით.
საგემოვნო თვისებები: დამაკმაყოფილებელი. ახასიათებს სპეციფიკური არომატი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს ყველა კუთხეში. ძირითადად გვხვდება გზის ნაპირებზე და საკარმიდამო ნაკვეთებში.
დამატებითი ინფორმაცია:ხასიათდება ყოველწლიური მაღალი მოსავლიანობით.გამოიყენება საკომპოტედ და საჩირედ.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.160;
ვ. კვალიაშვილი და სხვები (2001),საქართველოს ხილი, გამომცემლობა "GTS", თბილისი, გვ.43.