სკრის საადრეო
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'Skris Saadreo' -სკრის საადრეო
წარმოშობა:ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია თ. ცერცვაძის მიერ, 1951 წელს. ხიდისთაური ვარდისფერი #18 X გრინსბოროს შეჯვარებით.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:მომრგვალო-პირამიდული.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო-საგვიანო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი -ღია ყვითელი. შებუსვა - სუსტი.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი ფორმის.
ნაყოფის ზომა:საშუალო. მასა120-140 გრამი.
რბილობი:თეთრი, მკვრივი, წვნიანი, კურკა რბილობს არ სცილდება
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება ივლისის ბოლოს- აგვისტოს დასაწყისში (შიდა ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მაღალი.
საგემოვნო თვისებები: გამორჩეულად კარგი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: ადრეული სიმწიფის ტრანსპორტაბელური ჯიშია.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 265.