ანთროლი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malus domestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება: Malus domestica 'Antroli' -ანთროლი
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, მიეკუთვნება კიტრა ვაშლების ჯგუფს. გვხვდება სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა: განიერპირამიდული ფორმის, გადაშლილი.
ყვავილობის პერიოდი: გვიანი
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი - მწვანე-ყვითელი, მზის მხარეს ოდნავ მოვარდისფრო.
ნაყოფის ფორმა: კონუსური, ყუნწი მოკლე
ნაყოფის ზომა: წვრილი ან საშუალო, 110-130 გრამი.
რბილობი:მ ოთეთრო-მომწვანო, ბამბისებური კონსისტენციის, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: იკრიფება ოქტომბრის ბოლოს,ინახება ივნისამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: დამაკმაყოფილებელი.
საგემოვნო თვისებები: საშუალო.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხვდება სვანეთის ძველ ბაღებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, მიდრეკილია მეწლეობისკენ.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ. 53.