შაქარგულა
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'Shakhargula' - შაქარგულა
წარმოშობა:ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია ბესტავაშვილის მიერ, 1945 წელს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:მრგვალი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო, ყვავილი - ვარდისებრია.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი - ყვითელი. მზის მხარე წითელი ლოყით. შებუსვა - მოკლე ხავერდისებური.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი ფორმის, ღარი ოდნავ ემჩნევა.
ნაყოფის ზომა:საშუალო, საშუალო-მსხვილი. მასა160-180 გრამი.
რბილობი:თეთრი, მკვრივი კონსისტენციის, ნაკლებად წვნიანი, კურკა რბილობს ნახევრად სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება სექტემბრის პირველი დეკადიდან(შიდა ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო.
საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება საკოლექციო ნარგაობებში
დამატებითი ინფორმაცია: ხასიათდება ტკბილი გულით.
წყაროები: ვ. კვალიაშვილი (2004 ), ატმის სელექცია საქართველოში. ს/მ მეცნიერებათა დოქტორის დისერტაციის ავტორეფერატი.