მამულო
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Mamulo' -მამულო
წარმოშობა: ადგილობრივი მესხური ჯიშია

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:მაღალი ტანის, ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:განიერპირამიდული ფორმის, ახასიათებს ხშირი დატოტვა.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი ყვითელი, სრულ სიმწიფეში ზედაპირი შეფერილია მუქი წითლად.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, კვერცხისებრი, სწორი ზედაპირით.
ნაყოფის ზომა: საშუალო ზომის, 130 – 150 გრამი, 5.6 X 6.5სმ.
რბილობი: თეთრი ფერის, საშუალო სიმკვრივის, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მოსაკრეფი სიმწიფე სექტემბრის ბოლოს დგება,მოხმარება მოკრეფის შემდეგ მალე შეიძლება.ინახება აპრილამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ-დაავადებების მიმართ კარგი გამძლეა.
საგემოვნო თვისებები: ტკბილი, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: იშვიათად გვხვდება მესხეთში და შიდა ქართლში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება კარგი საგემოვნოთვისებებით. ნაკლებტრანსპორტაბელურია.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.166.