ალიბუხარი
საზოგადოსახელი:ქლიავი
სახეობის სახელწოდება:Prunus domestica L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus domestica 'Alibukhari' - ალიბუხარი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ზომიერი ზრდის.
ხის ფორმა:მომრგვალო ვარჯით.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი:კანი მკვრივი, ყვითელი, თეთრი კანქვეშა წინწკლებით.დაფარულია სქელი ცვილისებრი ფიფქით. კანი სრულ სიმწიფეში სცილდება რბილობს.
ნაყოფის ფორმა: მოგრძო, კვერცხისებური. ნაყოფს სიგრძეზე გასდევს ზედაპირული ღარი.
ნაყოფის ზომა:საკმაოდ მსხვილი (38 – 40გრ). ყუნწი საშუალო სიგრძის, გრძელი.
რბილობი: ყვითელი, მკვრივი, მცირედ ძარღვიანი. კურკა - მცირე ზომის, მოგრძო, ბრტყელი, თავისუფალი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება სექტემბრის პირველ დეკადაში.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო.
საგემოვნო თვისებები: კარგი გემოსი. მომჟავო-ტკბილი, სუსტი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია ცალკეული ხეების სახით აღმოსავლეთ საქართველოში.
დამატებითი ინფორმაცია: მსხმოიარობა უხვი, ყოველწლიური. გამოიყენება ჩირის, ხილფაფის, მურაბისა და ტყლაპის დასამზადებლად.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.45.