თეთრი ქლიავი
საზოგადოსახელი:ქლიავი
სახეობის სახელწოდება:Prunus domestica L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus domestica 'TetriKhliavi' - თეთრი ქლიავი
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია. საქართველოში ცნობილია თეთრი ქლიავის მრავალი ფორმა.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ან საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:განიერი, ჩახშირებული ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი: მოთეთრო-მოყვითალო.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო.
ნაყოფის ზომა:სხვადასხვა სიდიდის. ხშირად მსხვილი.
რბილობი: საშუალო სიმკვრივის, წვნიანი.კურკა არ სცილდება რბილობს.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:სიმწიფის პერიოდი, რაიონების მიხედვით, იწყება ივლისის III დეკადიდან აგვისტოს ბოლომდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო.
საგემოვნო თვისებები: კარგი გემური თვისებების მქონე, სუფრის ხილია.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში.
დამატებითი ინფორმაცია: მსხმოიარობს ყოველწლიურად. ნაკლებად ტრანსპორტაბელური. მრავლდება ამონაყარებით.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.87.