საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კონდოლი


საზოგადოსახელი:მარწყვი სახეობის სახელწოდება:Fragaria × ananassa (Duchesne ex Weston) Duchesne ex Rozier  ჯიშის სახელწოდება:Fragaria × ananassa'Kondoli' - წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია,  გამოვლენილია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი კონდოლი.
მოკლე აღწერა: ბუჩქის ზრდის სიძლიერე: ძლიერ მოზარდი,კომპაქტური. ბუჩქის  ფორმა:  გადაშლილი ფორმის, საშუალოდ შეფოთლილი. ყვავილობის პერიოდი:ადრე მოყვავილე. ყვავილი:  თეთრი, მსხვილი. ფოთოლი:ღია მწვანე, კიდედაკბილული. ნაყოფის ფერი:მუქი წითელი. ნაყოფის ფორმა: მრგვალი,გარეგნულად მეტად ლამაზი. ნაყოფის ზომა: საშუალო, ერთი კენკრისმასა -18,1გრამი. რბილობი:წითელი,მკვრივი, არომატული. დაავადებების მიმართ გამძლეობა:ნაცრისფერი სიდამპლე. სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:მაისის მეორე ნახევარი - ივნისის პირველი ნახევარი. საგემოვნო თვისებები:  მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ  გავრცელებულია კახეთში, თელავის,ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. დამატებითი  ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება  ტრანსპორტაბელურობით.   წყაროები:   ლ. გოგინავა,  მარწყვის გაშენება და მოვლა, 2010, თბილისი, გვ 36. ლ.გოგინავა, დისერტაცია, მარწყვის კულტურის სამეურნეო-ბიოლოგიური შესწავლა და მისი გადამუშავების პროდუქტების წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ქუთაისი, 2006 წელი.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი