ჭერამის ვაშლი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Kinula' - ყინულა, სინონიმი: 'ჭერამის ვაშლი'
წარმოშობა: ადგილობრივი წარმოშობის ლეჩხუმური ჯიშია
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის ხეა.
ხის ფორმა: ფართო ბირთვისებრი ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი: წითელი, მბრწყინავი ცხიმოვანი ზედაპირით, შეფერილია მოწითალო ვარდისფრად.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო ცილინდრული ფორმის.
ნაყოფის ზომა: საშუალო.
რბილობი:მკვრივია, წვნიანი, წვრილმარცვლოვანი კონსისტენციის.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში,ჩვეულებრივ პირობებშიინახება მარტის ბოლომდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო.
საგემოვნო თვისებები: მომჟავო–მოტკბო.
დღევანდელი მდგომარეობა: იშვიათად გვხვდება რაჭა–ლეჩხუმში, აფხაზეთში, აჭარაში, ასევე იმერეთსა დასამეგრელოში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, გამოირჩევა მიმზიდველი სასაქონლო სახიტ და ტრანსპორტაბელურობით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.270–271.
საქართველოს ხილი( 1938) ტომი 1, გვ 44. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“.