მწვანე ხურტკმელი
საზოგადო სახელი: ხურტკმელი
სახეობის სახელწოდება: Ribes uva-crispa L. (=Grossularia reclinata (L.) Mill. )
ჯიშის სახელწოდება: Ribes uva-crispa 'Mtsvane Khurtkmeli' - მწვანე ხურტკმელი.
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, გამოვლენილია სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ადიგენის მუნიციპალიტეტი.
მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ბუჩქის ფორმა: გადაშლილი, ეკლიანი ღეროებით.
ყვავილობის პერიოდი:მაისი-ივნისი.
ყვავილი: მომწვანო, ფოთლის იღლიაში თითო ან წყვილ-წყვილად განლაგებული.
ფოთოლი: ბლაგვნაკვთებიანი, მცირე ზომის, ქვედა მხრიდან შებუსული, უხეში და მჩხვლეტავი.
ნაყოფის ფერი: მწვანე.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი.
ნაყოფის ზომა: საშუალო ზომის, ერთი კენკრისმასა - 3,6 –4,2 გრამი.
რბილობი: თეთრი,მკვრივი კანით,ხასიათდება საუცხოო არომატით.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: ვირუსული დაავადებების მიმართ ამტანია.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:ივლისი.
საგემოვნო თვისებები: მაღალი, ძვირფასი სამურაბე ჯიშია.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებულიასამხრეთ საქართველოსრეგიონებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი,ტრანსპორტაბელური,საუკეთესო ნედლეულია გადასამუშავებლად, ამავე დროს მაღალხარისხოვანი თაფლოვანი მცენარეცაა.
წყაროები: საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტის ანგარიში, 2013, აგრარული უნივერსიტეტი, თბილისი