ხიდისთაური ყვითელი საგვიანო
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'KhidistauriKviteli' - ხიდისთაური ყვითელი საგვიანო
წარმოშობა:ძველი ადგილობრივი ჯიშია, სავარაუდოდ წარმოშობილია სოფ. ხიდისთავში (გორის მუნიციპალიტეტი).
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:ნახევრადსწორმდგომი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო, ზარისებრი ტიპის ყვავილებით.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი - ყვითელი, მზის მხარეს წითელი შეფერვით.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი ფორმის, ზოგჯერ არათანაბარი.
ნაყოფის ზომა:მსხვილი სიდიდის. საშუალო მასა180-210 გრამი.
რბილობი: მუქი ყვითელი, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი, კურკა რბილობს არ სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება ოქტომბრის დასაწყისში (შიდა ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო.
საგემოვნო თვისებები: მაღალი, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: კარგად ინახება, შედარებით მცირემსხმოიარე ჯიშია.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 285.