დელისი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Delisi' -დელისი
წარმოშობა:ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია XX საუკუნის 90-იან წლებში . სელექციონერები - შ. ახვლედიანი, ზ. ბობოქაშვილი, კ. ძერია.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:გაშლილი ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი:ყვავილობას იწყებს აპრილის მე-2 დეკადაში (შიდა ქართლის რეგიონის პირობებში).
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი ყვითელია, მზის მხარეს ვარდისფერი ლოყით.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო-ოვალური
ნაყოფის ზომა: მსხვილი, 165- 185 გრამი.
რბილობი: ღია ყვითელი ფერისაა, საშუალო სიმკვრივის, წვნიანი, ხრაშუნა.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის პირველ ნახევარში, (გორის პირობებში). ჩვეულებრივ, სარდაფში ინახებამაის-ივნისამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა დამაკმაყოფილებელია.
საგემოვნო თვისებები: მაღალი, მომჟავო-მოტკბო სასიამოვნოგემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება კოლექციებში.
დამატებითი ინფორმაცია: მიეკუთვნება გოლდენდელიშესის ჯგუფს, გამოირჩევა ეფექტური სასაქონლო სახით, არ ჭკნება სარდაფის პირობებში.
წყაროები: ზ. ბობოქაშვილი, ვაშლის პერსპექტიული ჰიბრიდული ფორმების ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებების შესწავლა შიდა ქართლის პირობებში, ს/მ მკ ავტორეფერატი, თბილისი, 2004.