საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბორბალა


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L. ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Borbala' - ბორბალა წარმოშობა: ადგილობრივი   წარმოშობის აჭარული მსხლის ჯიშია, გამოვლენილია 1965-1968 წლებში.აღწერილია  შ. ახვლედიანის მიერ.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდისაა. ხის ფორმა:  ივითარებს განიერ-პირამიდული ფორმის ვარჯს, უხვი მსხმოიარობის გამო ტოტები ძირს ეშვება. ყვავილობის პერიოდი:საშუალო. ნაყოფის ფერი:ნაყოფის კანი მწვანეა, იშვიათად ყვითელი, სქელია, ნაკლებად უხეში; ნაყოფის მთელი ზედაპირი დაფარულია ხშირი მორუხო ფერის წინწკლებით. ნაყოფის ფორმა:  რომბისებური ნაყოფის ზომა:მსხვილია, საშუალო წონა 200-225  გრამი, 8.4 x 7.5 სმ). რბილობი:რბილობი თეთრია,მკვრივი, სრულ სიმწიფეში გადაკრავს ოდნავი სიყვითლე, მსხვილმარცვლოვანი,საშუალო  წვნიანი. სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის დასაწყისში და ჩვეულებრივი სარდაფის პირობებში შენახული ძლებს 15 – 20 დღე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:ფოთოლი და ნაყოფი  ქეცის წინააღმდეგ კარგ გამძლეობას იჩენს. საგემოვნო თვისებები: მოტკბო-მომჟავო, ოდნავ მწკლარტე.
დღევანდელი მდგომარეობა:   გავრცელებულია აჭარის როგორც მთიან, ისე ზღვის სანაპირო ზონაში. დამატებითი  ინფორმაცია:  მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება დაბალი საგემოვნო თვისებებით. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.355-356.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი