ბაკურიანის ალუჩა
საზოგადოსახელი: ალუჩა
სახეობის სახელწოდება:Prunus vachuschtii Bregadze
ჯიშის სახელწოდება: Prunus vachuschtii 'BakurianisAlucha' - ბაკურიანის ალუჩა
წარმოშობა: ადგილობრივი ფორმაა. მეჩიბუხეს ალუჩის თესლნერგია.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ხის ფორმა: ცოცხისებური, ან მომრგვალო ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო, ყვავილობს მაისში.
ნაყოფის ფერი: კანი კრიალა, საშუალო სისქის. მწიფე ნაყოფი შინდისფერი, თხელი მოიისფრო ცვილით.
ნაყოფის ფორმა: კვერცხისებური. ღარი ფართოდ გადაშლილი.
ნაყოფის ზომა: მსხვილი. 20 – 23გრ.
რბილობი: მკვრივი, საშუალოდ წვნიანი, მოვარდისფრო. კურკა არ სცილდება რბილობს.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:მწიფდება სექტემბრის მეორე ნახევარში.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.
საგემოვნო თვისებები: მოტკბო-მომჟავო გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება მაღალმთიან ზონაში: ბაკურიანში.
დამატებითი ინფორმაცია: ალუჩის ეს ფორმა შერჩეულ იქნა ნ. ბრეგაძის მიერ ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღში მეჩიბუხის ალუჩის თესლნერგებში. მაღალი ყინვაგამძლე და დადებითი სამეურნეო ნიშან-თვისებების მქონე სასუფრე ხილია.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.50.
საქართველოს ხილი. ტ.1.ნ. ბრეგვაძე გვ.342,თბ., 1975.