საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

იმერული ალუჩა


საზოგადოსახელი:  ალუჩა სახეობის სახელწოდება:Prunus vachuschtii Bregadze ჯიშის სახელწოდება:Prunus vachuschtii 'ImeruliAlucha' - იმერული ალუჩა წარმოშობა:მეჩიბუხის ალუჩის თესლნერგია.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის. ხის ფორმა: ცოცხისებური ფორმის ვარჯი. ყვავილობის პერიოდი: საშუალო. ნაყოფის ფერი: კანი - ნაზი გლუვი, თხელი.მწიფე ნაყოფი - ყვითელია. მზის მხარეს ემჩნევა ნაზი მოვარდისფრო შეფერვა. თხელი ცვილისებრი ნაფიფქით. ნაყოფის ფორმა: კვერცხისებური.ღარი ნაკლებად ემჩნევა. ნაყოფის ზომა:საშუალო. რბილობი:მომწვანო–მოყვითალო ფერის. კურკა არ სცილდება რბილობს. სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება ივნისის ბოლოს. დაავადებების მიმართ გამძლეობა:მაღალი. საგემოვნო თვისებები: კარგი, მწიფე ნაყოფს მჟავიანობა ეკარგება, მოტკბოა, მდნარი, წვნიანი, სასიამოვნო არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით იმერეთში. ამჟამად ნარგაობა ძლიერ შემცირებულია. დამატებითი  ინფორმაცია:  ალუჩის ამ ფორმას სახელი ეწოდა იმერეთში გავრცელების გამო.საადრეო ხილია. კარგად იტანს ტრანსპორტირებას. ამრავლებენ მყნობით და გადაწიდვნით. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.50.საქართველოს ხილი. ტ.1. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“ თბილისი 1938. გვ.104.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი