საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სამარიობო


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება:  Pyrus communis L. ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Samariobo' - სამარიობო წარმოშობა: იმერული წარმოშობის ადგილობრივი ჯიშია
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი  ზრდის. ხის ფორმა: განიერ-პირამიდული. ყვავილობის პერიოდი: საშუალო. ნაყოფის ფერი: მომწვანო–მოყვითალო, ხშირიჟანგაროს წერტილებითა და ლაქებით. წვრილი, მონაცრისფრო, კანქვეშა წერტილები კარგად ემჩნევა. ნაყოფის ფორმა: მომრგვალო-მსხლისებრი. ნაყოფის ზომა: მსხვილი ან საშუალო, საშუალო წონა 195 გრამი. რბილობი: თეთრი ფერის, მკვრივი, მსხვილმარცვლოვანი, წვნიანი, ტკბილი, გადამწიფებისას ყავისფრდება. სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:საკრეფი და მოსახმარი სიმწიფე უდგება ერთდროულად – აგვისტოს მეორე ნახევარში. ნაყოფი ჩვეულებრივი საწყობის პირობებში ინახება 15-20 დღეს. დაავადებების მიმართ გამძლეობა: სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეა. საგემოვნო თვისებები: კარგი გემოსი, სუსტი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა:   გავრცელებულია იმერეთის რაიონებში. დამატებითი  ინფორმაცია: უხვმოსავლიანი ჯიშია, ტრანსპორტირებას კარგად იტანს. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.437,  საქართველოს ხილი,  გამომცემლობა ,,ტექნიკა დაშრომა“, თბილისი, გვ65.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი