ჭერამი
საზოგადო სახელი: გარგარი
სახეობის სახელწოდება: Prunus armeniaca L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus armeniaca 'Tsherami' -ჭერამი
წარმოშობა: გარგარის ადგილობრივი ფორმაა.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის (10-15მ).
ხის ფორმა:გადაშლილი ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო ან საშუალო–საგვიანო
ნაყოფის ფერი:ყვითელი, სხვადასხვა ინტენსივობით შეფერილი.
ნაყოფის ფორმა: სხვადასხვა ფორმის.
ნაყოფის ზომა:წვრილი, ან საშუალო სიდიდის.
რბილობი:ძარღვიანი, ფხვიერი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება ივნისის ბოლოდან ივლისის შუა რიცხვებამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:კარგი.ნემატოდების მიმართსაკმაოდ მაღალ გამძლეობას ამჟღავნებს.
საგემოვნო თვისებები:ძლიერ არომატული. თესლი მწარეა.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, კერძოდ, ქვემო ქართლში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ჭერმის ნარგაობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში და თბილისის საგარეუბნო ზონაში.
დამატებითი ინფორმაცია: ჭერამი ხასიათდება ხანგრძლივი სიცოცხლის უნარით, უხვი, რეგულარული მოსავლიანობით. მაღალი ყინვა- და გვალვაგამძლეობით. თესლის აღმოცენების მაღალი უნარით. ნიადაგის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია. კარგად იზრდება მლაშე ნიადაგებზეც. ვერ იტანს ჭარბტენიანობას. კარგად ეგუება ნიადაგის მაღალ კარბონატობას. გამოიყენება ატმის საძირედ შიდა ქართლისა და თბილისის საგარეუბნო ზონაში.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.296.
ვარძელაშვილიმ.; ტატინაშვილიც.,მეხილეობისპრაქტიკუმი,თბილისი, 1990., გვ.143.