ნონა
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Nona' -ნონა
წარმოშობა:გამოყვანილია საქართველოს მებაღეობის , მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში 1960-იან წლებში. (სელექციონერი თ. ცერცვაძე)
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ხე საშუალო ზრდისაა.
ხის ფორმა:ვარჯის ფორმა მომრგვალო-გადაშლილია, საშუალო სიხშირის დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო
ნაყოფის ფერი:ნაყოფის ძირითადი ფერი ღია-ყვითელი, მფარავი - ჟოლოსფერი.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო.
ნაყოფის ზომა:მსხვილი, მასა - 180-200 გრამი.
რბილობი:რბილობი მოთეთროა, საკმაოდ წვნიანი,
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:იკრიფებასექტემბრის დასაწყისში.ინახება დეკემბრამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა დამაკმაყოფილებელია.
საგემოვნო თვისებები: დამახასიათებელი არომატით და მომჟავო-მოტკბო გემოთი.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხვდებაკოლექციებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ნაკლებად ზიანდება ქეცით.
წყაროები:გ. ბადრიშვილი და სხვები, 2007,ხილის ატლასი, ტომი 1, სკრა, გვ 17.