დამასხი
საზოგადოსახელი:ქლიავი
სახეობის სახელწოდება:Prunus domestica L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus domestica 'Damaskhi' - დამასხი
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა: განიერი, ხშირი განტოტვით.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო
ნაყოფის ფერი: მუქი მოლურჯო-მოშავო. დაფარულია სქელი, მოწითალო-მოთეთრო ფიფქით.
ნაყოფის ფორმა: ქოთნისებური.
ნაყოფის ზომა: საშუალო ზომის.
რბილობი: ყვითელი, ტკბილი, წვნიანი. კურკა - მოგრძო ფორმის, თავისუფალი.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:სიმწიფე იწყება აგვისტოს მეორე ნახევრიდან და გრძელდება აგვისტოს ბოლომდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო.
საგემოვნო თვისებები: კარგი.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია ქართლში.
დამატებითი ინფორმაცია: მსხმოიარობა უხვი, ყოველწლიური. გამოიყენება ჩირის, ხილფაფის, მურაბისა და ტყლაპის დასამზადებლად.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.74.