შავი ბალი
საზოგადო სახელი: ბალი
სახეობის სახელწოდება:Prunus avium (L.) L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus avium 'Shavi Bali' - შავი ბალი
წარმოშობა:ადგილობრივი ქართული ბლების ერთ-ერთი ფორმაა.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი.
ხის ფორმა:პირამიდალური ფორმის ვარჯი, თხელი დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი:საგვიანო. აპრილის III დეკადა.
ნაყოფის ფერი:მოშავო-წითელი.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო ფორმის. მობრტყო ფუძით და წვერით.
ნაყოფის ზომა:წვრილი ან საშუალო სიდიდის. ყუნწი - გრძელი (4–5,5სმ), წვრილი.
რბილობი:მოშავო, წითელი ფერის, რბილი კონსისტენციის. კურკა მომრგვალო
ფორმის, გლუვი ზედაპირით, ნახევრად თავისუფალი რბილობიდან.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება ივნისის შუა რიცხვებში.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:კარგი, განსაკუთრებით ნაყოფის სიდამპლის მიმართ.
საგემოვნო თვისებები: ტკბილი, კარგი გემოთი.
დღევანდელი მდგომარეობა: ნაკლებად არის გავრცელებული. გვხვდება ცალკეული ხეების სახით შიდა ქართლში.
დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს წვრილნაყოფიანობა და კარგი მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი კარგი შეგუების უნარი. ტრანსპორტირებას ცუდად იტანს. მოიხმარება ნედლად.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.426;
საქართველოს ხილი. ტ.1. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1938, გვ.111.