ყარანფილა თეთრი 'თეთრი მიხაკის ვაშლი'
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Kharanfila White' -ყარანფილა თეთრი
სინონიმი: თეთრი მიხაკის ვაშლი
წარმოშობა: ადგილობრივი მესხური წარმოშობის ჯიშია. აღწერა შ. დიასამიძემ 1950 წელს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:მორგვალო.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მოთეთრო-მოყვითალო.
ნაყოფის ფორმა: მორგვალო,
ნაყოფის ზომა: წვრილი ან საშუალო, 110-130 გრამი
რბილობი:თეთრი, ფხვიერი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის მეორე ნახევარში, მაშინვე მოიხმარება, ინახება 1 თვე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:დამაკმაყოფილებელი.
საგემოვნო თვისებები: საშუალო.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხვდება ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 266.