საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

შავი მსხალი


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება:  Pyrus communis L. ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'ShaviMskhali' -  შავი მსხალი წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია,  მიღებულია  ხალხური სელექციის გზით
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის. ხის ფორმა:ივითარებს პირამიდულ ვარჯს. ყვავილობის პერიოდი:ადრეული. ნაყოფის ფერი: მუქი მწვანე, სრულ სიმწიფეში ბაცი მწვანე. კანი საშუალო სისქისაა, მკვრივი, უხეში, მცირედ ხაოიანი. ნაყოფის ფორმა: მსხლისებრი,სიმეტრიული, საკმაოდ გლუვი ზედაპირით. ნაყოფის ზომა:მსხვილი ან  საშუალო ზომის (130 გრ) . რბილობი:  თეთრი მსხვილმარცვლოვანი, მკვრივი, წვნიანი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:საკრეფი და მოსახმარი სიმწიფე უდგება ერთდროულად,სექტემბრის მეორე ნახევარში. დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვანი ავადმყოფობით თითქმის არ  ზიანდება. საგემოვნო თვისებები:ტკბილი, მცირედი სიმწკლარტით, სურნელოვანი, კარგი გემური ღირსების.
დღევანდელი მდგომარეობა: საკმაოდ ფართოდ  გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში. დამატებითი  ინფორმაცია:  რეგულარული,მაღალმოსავლიანი ჯიშია,  გამოირჩევა კარგი გემოთი და ტექნოლოგიური ღირებულებებით. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.451. ნ.ბრეგაძე (1966),  საეგრელოს ხეხილმცენარეები, გამომცემლობა "მეცნიერება", გვ.54.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი