საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ძუძუ ვაშლი


საზოგადო სახელი: ვაშლი სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Dzudzu Vashli ' -ძუძუ ვაშლი, სინონიმი: ძუძუ ვაშლა წარმოშობა:  ადგილობრივი კახეთის   ჯიშია, მიეკუთვნება ძუძუვაშლების ჯგუფს.
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი. ხის ფორმა:განიერ-პირამიდული. ყვავილობის პერიოდი: საგვიანო. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი  მომწვანო-მოყვითალოა, მფარავი ფერი- ალისფერი, ფარავს თითქმის მთელ ზედაპირს. ნაყოფის ფორმა: მომრგვალო-კონუსური, ყუნწი - გრძელი, წვრილი. ნაყოფის ზომა:საშუალო, 130-150 გრამი. რბილობი:მომწვანო-მოთეთრო, წვრილმარცვლოვანი, მკვრივი, წვნიანი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის პირველ ნახევარში ,ჩვეულებრივ პირობებში ინახება აპრილის ბოლომდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:ჯიში სუსტ გამძლეობას იჩენს ქეცისადმი. საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო გემო და არომატი.
დღევანდელი მდგომარეობა: კახეთშიგვხდება ერთეული ხეების სახით ძველ ბაღებსა და საკარმიდამო  ნაკვეთებში. დამატებითი  ინფორმაცია:გვხვდება ამ ჯიშის თეთრი კლონიც, რომელიც ცნობილია „თეთრი ძუძუ ვაშლის“ სახელით. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ. 281.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი