ნუხურული გოხა
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება: Pyrus communis 'Nukhuruli Gokha' - ნუხურული გოხა
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა: გადაშლილი, თხელი დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი: ადრეული.
ნაყოფის ფერი: ძირითადი ფერი მწვანეა, სრულ სიმწიფეში – ღია მომწვანო-მოყვი
თალო, მზის მხარეს მოვარდისფრო შეფერვით. ნაყოფს მთელ ზედაპირზე მრავლად აქვს ჟანგისფერი ლაქები და ძალიან წვრილი მომწვანო–მოყავისფრო წერტილები.
ნაყოფის ფორმა:მომრგვალო, ასიმეტრიულად განვითარებული, მცირედ ბორცვიანი, უდიდესი დიამეტრი ნაყოფის შუაზეა.
ნაყოფის ზომა: მსხვილი.
რბილობი: თეთრი, საშუალო სიმკვრივის, წვრილმარცვლოვანი, ნაზი, ძალზე წვნიანი, ტკბილი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბერში და ინახება იანვრამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: სოკოვან დაავადებათა მიმართ კარგი გამძლეა
საგემოვნო თვისებები: მეტად სასიამოვნო გემო.
დღევანდელი მდგომარეობა: ძირითადად გავრცელებულია ახალგორის რაიონის სოფლებში
დამატებითი ინფორმაცია: საზამთრომოხმარების კარგი სასუფრე ჯიშია, სრულ სიმწიფეში ნაყოფს გული უმუქდება, ნაკლებ ტრანსპორტაბელურია.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ. 419.