ხეჭეჭური
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Khechechuri' - ხეჭეჭური
წარმოშობა: მსხლის კლონების ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია ხეჭეჭურის სახელწოდებით
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძალიან ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:პირამიდული.
ყვავილობის პერიოდი: ადრეული.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მომწვანოა, სრულ სიმწიფეში ზოგიერთი კლონის ნაყოფი მოყვითალო ფერს ღებულობს, კარგად ემჩნევა მომწვანო-მოთეთრო ფერის კანქვეშა წერტილები, ნაყოფს ზედაპირზე ახასიათებს ჟანგიანი ლაქები.
ნაყოფის ფორმა:მსხლისებრი, ოდნავ წახნაგოვანი და ბორცვიანი.
ნაყოფის ზომა: მსხვილი ან საშუალო.
რბილობი:თეთრი, მსხვილმარცვლოვანი, წვნიანი, მარახოში, შუშხუნა გემოსი, გამერქნებული უჯრედები უფრო მეტად თესლბუდის ირგვლივაა.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში და კარგად ინახება გაზაფხულამდე. ტრანსორტირებას კარგად იტანს.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვანი დაავადებების მიმართ კარგი გამძლეა
საგემოვნო თვისებები: გემრიელი, სუსტი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდაა გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში. ხეჭეჭური ყველაზე პოპულარული ჯიშია.
დამატებითი ინფორმაცია: ნაყოფი იხმარება ნედლად, როგორც ზამთრის ხილი.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 459 გვ.საქართველოს ხილი, გამომცემლობა ,,ტექნიკა დაშრომა“, თბილისი, გვ. 58.